დამკვეთი: ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი რომელიც სარგებლობს შპს „მიქს შოპი“-ს მომსახურებით.
შემსრულებელი: შპს „მიქს შოპი“, კომპანია რომელიც უზრუნველყოფს ამერიკაში “GEO AMANATI” CORP. პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საშუამავლო მომსახურების გაწევას ამანათების ტრანსპორტირებაზე.
ამერიკული პარტნიორი კომპანია: “GEO AMANATI” CORP უზრუნველყოფს ამანათების მიღებას აშშ, მათ დამუშავებას და საქართველოში გამოგზავნას.
ხელშეკრულების საგანი
დამკვეთი ავალებს ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას მოახდინოს დამკვეთის მიერ ამერიკული პარტნიორი კომპანიის “GEO AMANATI” CORP საწყობში გადაგზავნილი ტვირთების ტრანსპორტირებას აშშ დან საართველოში საჰაერო გადაზიდვების გზით, რომელსაც ახორციელებს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე
შპს „მიქს შოპი“ აწარმოებს მხოლოდ საშუამავლო მომსახურებას რაც გულისხმობს ამერიკული პარტნიორი კომპანიის საწყობიდან დამკვეთის ამანათების ტრასპორტირების ორგანიზებას.
ა.შ.შ.-დან ამანათები იგზავნება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს. ამანათების გაცემა-დარიგება დაიწყება ამანათის ჩამოსვლიდან მეორე დღეს.
კომპანია პასუხს არ აგებს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე იმ შემთხვევაში,თუ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია აღმოჩნდება მცდარი ან არასრულყოფილი,პრეტენზიები არ მიიღება.
თუ კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ა.შ.შ.-ის ოფისამდე „ონლაინ მაღაზიის“ შეცდომის გამო,ან „ონლაინ მაღაზია“ გააუქმებს ორდერს, კომპანია არ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე.
ტრანსპორტირების ღირებულება და ანგარიშის წესია
ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის რეალური წონიდან გამომდინარე. ამანათების წონის დამრგვალება ხდება 100 გრამამდე, მინიმალური წონა შეადგენს 100 გრამს.
რეალური წონა: რეალური წონა იანგარიშება ამანთის რეალური წონის შესაბამისად, ანუ რასაც ამანათი იწონის ფიზიკურად. შპს „მიქს შოპი“ მოცულობით ითვლის მხოლოდ განსაკუთრებული გაბარიტების მქონე ნივთებს და ღირებულების განსაზღვრა ხდება შეთანხმებით.
ტრანასპორტირების საფასური შეადგენს 1 კილოგრამზე 8 $ აშშ დოლარს. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში .
ტრანსპორტირების საფასური 8 $ დოლარი შეიცავს, ამანათის ტრანსპორტირებას აშშ დან საქართველომდე.
ტრანსპორტირების საფასური შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს ან შემცირდეს, შეთავაზების საფუძველზე ან სხვა საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ტარიფების გაძვირების ან გაიაფების საფუძველზე.
ამანათის დეკლარირების წესი და განბაჟების სერვისი
დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მისი კუთვნილი ნივთის დეკლარირება.
დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი არის დამკვეთი. შემსრულბელი დამკვეთს უწევს მხოლოდ საშუამავლო მომსახურებას საბაჟოზე.
ამანათების დეკლარიება არის სავალდებულო, დაუდეკლარირებელი ამანათები დაყოვნდება საბაჟოზე.
ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ეს დროულ გადახდაზე პასუხისმგებელია დამკვეთი, შემსრულებელი დამკვეთს გაუწევს მხოლოდ სადეკლარანტო სერვისს, რაც გულისხმობს დეკლარაციის ფორმის შევსებას. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა არ გადაიხადა ბაჟი, ვერ ჩაეტია შესაბამის ვადებში (ბაჟის გადახდის) მიუთითა შემსრულებელს არასწორი ინფორმაცია დეკლარაციაში, დამკეთი არის 100% ით პასუხისმგებელი აღნიშნულ საკითხზე. დამკვეთის მიერ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე თუ დაზარალდა შპს „მიქს შოპი,“ დამკვეთი ზარალს აუნაზღაურებს შპს „მიქს შოპს“ სრულად.
საკურიერო მომსახურება
უფასო საკურიერო მომსახურება: საკურიერო მომსახურებას შემსრულებელი თბილისის მაშტაბით ახორციელებს უფასოდ.მომსახურება ხორციელდება კვირაში ორჯერ, ამანათების მიღების მომდევნო დღეს. ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალცალკე. ეს შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეისზე მიღებულ ამანათებს.
შემსრულებლის უფლება-მოვალეობები
ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ამერიკის საწყობიდან საქართველომდე.
ტრანსპორტირების საშუალო ვადა შეადგენს 7 კალენდარულ დღეს. ტრანსპორტირების ვადის გაზრდა დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, ავიაკომპანიის მიერ რეისების განრიგის შეცვლაზე, ან მათ გაუქმებაზე.
კომპანია პასუხს არ აგებს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე. თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ა.შ.შ.-ის ოფისამდე „ონლაინ მაღაზიის“ შეცდომის გამო,ან „ონლაინ მაღაზია“ გააუქმებს ორდერს, კომპანია არ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე;
შპს „მიქს შოპი“ იღებს ვალდებულებას ა.შ.შ.-დან საქართველოში ამანათის უვნებლად ტრანსპორტირებაზე, დაკარგვის შემთხვევაში ზარალი იქნება ანაზღაურებული.
შპს „მიქს შოპ“-ი არის პასუხისმგებელი ისეთ ნივთზე, რომელიც გარეგნულად იქნება დაზიანებული (დახეული, გახნსილი, შეჭყლეტილი). ნივთის შემოწმება ხდება ადგილზე, სხვა შემთხვევაში პრეტენზია არ მიიღება. ანაზღაურება არ ვრცელდება მტვრევად ნივთებზე.შპს „მიქს შოპი“ არ აგებს პასუხს პროდუქციის ვარგისიანობაზე, ხარისხზე, და მათ რაოდენობაზე.
მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საბუთი რაც კავშირში იქნება შეძენილ ნივთთან.
კომპენსაციის შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებს საწყობში დაზიანებულ ნივთს. შ.პ.ს „მიქს შოპი“ მოკვლევის მიზნით ზარალის ანაზღაურებამდე ითხოვს მაქსიმუმ 30 სამუშაო დღეს, ხოლო ზარალის თანხას უნაზღაურებს დამკვეთს 5 სამუშაო დღეში, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ამანათის გაცემა მესამე პირზე
ამანათის გაცემა მესამე პირზე ხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობა,პირადობის მოწმობის ასლი, პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. მინდობილობა
დამკვეთის უფლება მოვალეობანი
დამკვეთი ვალდებულია შემსრულებლის ვებ გვერდზე ( www.mixshop.ge) მოახდინოს ამანათის სწორად დეკლარირება, დამკვეთის საკონტროლო პანელში ასახვიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში.
დამკვეთი ვალდებულია დაფაროს ამანათის ტრანსპორტირების საფასური ნივთის გატანის წინ.
დამკვეთი ვალდებულია ტრნასპორტირების საფასური აანაზღაუროს ამანათის ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 4კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებს დამკვეთის ტვირთის ჩამორთმევის უფლებას, ან აღნიშნული საკითხის სასამართლოში განხილვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დამკვეთი ახდენს ხელმოწერას შეთანხმების ფორმაზე, სადაც დამკვეთი პასუხისმგებლობას იღებს შეძენილ და მიღებულ ნივთზე. პრობლემების შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის ღირებულებას (ინვოისის საფუძველზე) დამატებული ბანკის გადარიცხვის საკომისიო. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს.
ნებისმიერი სახის ინფორმაცია რომელიც ინახება შ.პ.ს "მიქს შოპი"-ს ბაზაში და მასში აღრიცხულია "დამკვეთის"ინფრომაცია, წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას, შ.პ.ს "მიქს შოპი" აღნიშნულ ინფორმაციას არ გადასცემს მესამე პირს, თუ ამას არ მოითხოვს სახელმწიფოს წარმომადგენელი ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.აღნიშნული ინფორმაცია ინახება ბაზებში და დაცულია გარე პირებისაგან.
კერძოდ მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მესამე პირს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა:
ა) ტრანსპორტირების ანაზღაურების ტარიფი რომელიც შეთანხმებულია მხოლოდ დამკვეთთან
ბ) ფინანსური დოკუმენტები როგორიცაა ინვოისი
სადეკლარანტო მომსახურება
სადეკლარანტო მომსახურება 1 დეკლარაციაზე შეადგენს 20 ლარს.. ტარიფი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: სადეკლარანტო მომსახურება, სახელი გვარი