ჩანაწერი ვერ მოიძებნა
საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში განხორციელდა რიგი ცვლილებები, რომელიც ძალაში შევიდა 19.04.2023-დან. კერძოდ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის არასწორად დადეკლარირების შემთხვევაში (ეს ეხება როგორც ნივთის დასახელებას, ასევე ნივთის ღირებულებას), სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება 100%, განმეორების შემთხვევაში 200%.
ვრცლადდამკვეთი ავალებს ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას მოახდინოს დამკვეთის მიერ ამერიკული პარტნიორი კომპანიის “GEO AMANATI” CORP საწყობში გადაგზავნილი ტვირთების ტრანსპორტირებას აშშ დან საართველოში საჰაერო გადაზიდვების გზით, რომელსაც ახორციელებს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე შპს „მიქს შოპი“ აწარმოებს მხოლოდ საშუამავლო მომსახურებას რაც გულისხმობს ამერიკული პარტნიორი კომპანიის საწყობიდან დამკვეთის ამანათების ტრასპორტირების ორგანიზებას. ა.შ.შ.-დან ამანათები იგზავნება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს. ამანათების გაცემა-დარიგება დაიწყება ამანათის ჩამოსვლიდან მეორე დღეს. კომპანია პასუხს არ აგებს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე იმ შემთხვევაში,თუ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია აღმოჩნდება მცდარი ან არასრულყოფილი,პრეტენზიები არ მიიღება. თუ კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ა.შ.შ.-ის ოფისამდე „ონლაინ მაღაზიის“ შეცდომის გამო,ან „ონლაინ მაღაზია“ გააუქმებს ორდერს, კომპანია არ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე.
ვრცლადტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის რეალური წონიდან გამომდინარე. ამანათების წონის დამრგვალება ხდება 100 გრამამდე, მინიმალური წონა შეადგენს 100 გრამს. რეალური წონა: რეალური წონა იანგარიშება ამანთის რეალური წონის შესაბამისად, ანუ რასაც ამანათი იწონის ფიზიკურად. შპს „მიქს შოპი“ მოცულობით ითვლის მხოლოდ განსაკუთრებული გაბარიტების მქონე ნივთებს და ღირებულების განსაზღვრა ხდება შეთანხმებით. ტრანასპორტირების საფასური შეადგენს 1 კილოგრამზე 8 $ აშშ დოლარს. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში . ტრანსპორტირების საფასური 8 $ დოლარი შეიცავს, ამანათის ტრანსპორტირებას აშშ დან საქართველომდე. ტრანსპორტირების საფასური შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს ან შემცირდეს, შეთავაზების საფუძველზე ან სხვა საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ტარიფების გაძვირების ან გაიაფების საფუძველზე.
ვრცლადდამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მისი კუთვნილი ნივთის დეკლარირება. დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი არის დამკვეთი. შემსრულბელი დამკვეთს უწევს მხოლოდ საშუამავლო მომსახურებას საბაჟოზე. ამანათების დეკლარიება არის სავალდებულო, დაუდეკლარირებელი ამანათები დაყოვნდება საბაჟოზე. ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ეს დროულ გადახდაზე პასუხისმგებელია დამკვეთი, შემსრულებელი დამკვეთს გაუწევს მხოლოდ სადეკლარანტო სერვისს, რაც გულისხმობს დეკლარაციის ფორმის შევსებას. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა არ გადაიხადა ბაჟი, ვერ ჩაეტია შესაბამის ვადებში (ბაჟის გადახდის) მიუთითა შემსრულებელს არასწორი ინფორმაცია დეკლარაციაში, დამკეთი არის 100% ით პასუხისმგებელი აღნიშნულ საკითხზე. დამკვეთის მიერ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე თუ დაზარალდა შპს „მიქს შოპი,“ დამკვეთი ზარალს აუნაზღაურებს შპს „მიქს შოპს“ სრულად.
ვრცლადუფასო საკურიერო მომსახურება: საკურიერო მომსახურებას შემსრულებელი თბილისის მაშტაბით ახორციელებს უფასოდ.მომსახურება ხორციელდება კვირაში ორჯერ, ამანათების მიღების მომდევნო დღეს. ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალცალკე. ეს შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეისზე მიღებულ ამანათებს.
ვრცლადტვირთის ტრანსპორტირება ხდება ამერიკის საწყობიდან საქართველომდე. ტრანსპორტირების საშუალო ვადა შეადგენს 7 კალენდარულ დღეს. ტრანსპორტირების ვადის გაზრდა დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, ავიაკომპანიის მიერ რეისების განრიგის შეცვლაზე, ან მათ გაუქმებაზე. კომპანია პასუხს არ აგებს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე. თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ა.შ.შ.-ის ოფისამდე „ონლაინ მაღაზიის“ შეცდომის გამო,ან „ონლაინ მაღაზია“ გააუქმებს ორდერს, კომპანია არ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე; შპს „მიქს შოპი“ იღებს ვალდებულებას ა.შ.შ.-დან საქართველოში ამანათის უვნებლად ტრანსპორტირებაზე, დაკარგვის შემთხვევაში ზარალი იქნება ანაზღაურებული. შპს „მიქს შოპ“-ი არის პასუხისმგებელი ისეთ ნივთზე, რომელიც გარეგნულად იქნება დაზიანებული (დახეული, გახნსილი, შეჭყლეტილი). ნივთის შემოწმება ხდება ადგილზე, სხვა შემთხვევაში პრეტენზია არ მიიღება. ანაზღაურება არ ვრცელდება მტვრევად ნივთებზე.შპს „მიქს შოპი“ არ აგებს პასუხს პროდუქციის ვარგისიანობაზე, ხარისხზე, და მათ რაოდენობაზე. მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საბუთი რაც კავშირში იქნება შეძენილ ნივთთან. კომპენსაციის შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებს საწყობში დაზიანებულ ნივთს. შ.პ.ს „მიქს შოპი“ მოკვლევის მიზნით ზარალის ანაზღაურებამდე ითხოვს მაქსიმუმ 30 სამუშაო დღეს, ხოლო ზარალის თანხას უნაზღაურებს დამკვეთს 5 სამუშაო დღეში, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ვრცლადამანათის გაცემა მესამე პირზე ხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობა,პირადობის მოწმობის ასლი, პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. მინდობილობა
ვრცლადდამკვეთი ვალდებულია შემსრულებლის ვებ გვერდზე ( www.mixshop.ge) მოახდინოს ამანათის სწორად დეკლარირება, დამკვეთის საკონტროლო პანელში ასახვიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში. დამკვეთი ვალდებულია დაფაროს ამანათის ტრანსპორტირების საფასური ნივთის გატანის წინ. დამკვეთი ვალდებულია ტრნასპორტირების საფასური აანაზღაუროს ამანათის ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 4კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი იტოვებს დამკვეთის ტვირთის ჩამორთმევის უფლებას, ან აღნიშნული საკითხის სასამართლოში განხილვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვეთი ახდენს ხელმოწერას შეთანხმების ფორმაზე, სადაც დამკვეთი პასუხისმგებლობას იღებს შეძენილ და მიღებულ ნივთზე. პრობლემების შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის ღირებულებას (ინვოისის საფუძველზე) დამატებული ბანკის გადარიცხვის საკომისიო. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა სასამართლოს. დამკვეთი ვალდებულია, საჭირეობის შემთხვევაში, წარადგინოს ნივთის ღირებულების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი, ბეჭდით დამოწმებული.
ვრცლადნებისმიერი სახის ინფორმაცია რომელიც ინახება შ.პ.ს "მიქს შოპი"-ს ბაზაში და მასში აღრიცხულია "დამკვეთის"ინფრომაცია, წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას, შ.პ.ს "მიქს შოპი" აღნიშნულ ინფორმაციას არ გადასცემს მესამე პირს, თუ ამას არ მოითხოვს სახელმწიფოს წარმომადგენელი ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.აღნიშნული ინფორმაცია ინახება ბაზებში და დაცულია გარე პირებისაგან. კერძოდ მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მესამე პირს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: ა) ტრანსპორტირების ანაზღაურების ტარიფი რომელიც შეთანხმებულია მხოლოდ დამკვეთთან ბ) ფინანსური დოკუმენტები როგორიცაა ინვოისი
ვრცლადსადეკლარანტო მომსახურება 1 დეკლარაციაზე შეადგენს 10 ლარს.. ტარიფი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: სადეკლარანტო მომსახურება, სახელი გვარი
ვრცლადგაცნობებთ, რომ კომპანია „მიქს შოპ“-ში სიახლეა, დაგვემატა საქართველოდან ამერიკაში გაგზავნის მომსახურება. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება მოცულობით და სასწორის წონებს შორის მაქსიმალური წონის მიხედვით. პარასკევის ჩათვლით შემოსული ამანათები გადავა ტერმინალში და გაიგზავნება შაბათს. ბრუკლინის ტერიტორიაზე ამანათების მიწოდება უფასოა. სხვა შტატში გაგზავნის შემთხვევაში დაემატება შიდა ამერიკული ფოსტების მომსახურების ღირებულება.
ამანათის დეკლარირება იმისათვის, რომ ამანათმა შეუფერხებლად გაიაროს საბაჟო პროცედურა, სავალდებულოა მოახდინოთ დეკლარირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი შეყოვნდება საბაჟოზე. ონლაინ დეკლარირება უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც ინტერნეტ მაღაზიიდან მიიღებთ ამანათის „თრექინგ ნომერს“. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიამ არ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, მაშინ დაელოდეთ ჩვენი კომპანიის შეტყობინებას, ამანათის ამერიკის ოფისში მისვლის შემდეგ გამოჩნდება“ თრექინგ ნომერი“ და ამის შემდეგ შეძლებთ დეკლარაციის შევსებას. დეკლარაციის შევსება ხდება ამერიკაში მიღებიდან გამოფრენამდე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დეკლარირება ან შესწორება შეუძლებელია. დეკლარირების პროცედურა მარტივია და შემდეგი საფეხურებისაგან შედგება: 1. გაიარეთ ვებგვერდზე ავტორიზაცია და გახსენით თქვენი ამანათების პანელი 2. დააწკაპეთ გრაფაზე „დეკლარირება“ 3. ეკრანზე გამოტანილი ველები შეავსეთ: ა) ინტერნეტ მაღაზიის სახელწოდება სადაც შეიძინეთ ნივთი; ბ) ამანათის შიგთავსის სახეობა; გ) პროდუქტის ღირებულება; დ) ატვირთეთ ელექტრონული ინვოისი და მიეცით შენახვა.
საკურიერო მომსახურება:
საკურიერო მომსახურებას შპს „მიქს შოპი“ ახორციელებს უფასოდ თბილისის მაშტაბით. მომსახურება ხორციელდება კვირაში ორჯერ, ამანათების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალ ცალკე. ეს შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეისზე მიღებულ ამანათებს.
ჩვენ გვაქვს კვირაში ორი რეისი. ამიტომ ამანათი ამერიკის საწყობიდან საქართველომდე ჩამოდის შვიდიდან ათ დღემდე
რეგიონებში ვაგზავნით საქართველოს ფოსტით, ამანათი თბილისიდან რეგიონში ჩადის 2-დან 3-დღემდე
ფასი შეთანხმებით
ყველაფერი მხოლოდ რეალური წონით, არანაირი მოცულობა
წონას ვამრგვალებთ 100გ-მდე
განსაკუთრებული ზომის ნივთებზე (1.5 სმ მეტი) დაგვიკავშირდით
ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალ ცალკე