ამანათის დარიგება

უფასო საკურიერო მომსახურება:

·         საკურიერო მომსახურებას შპს „მიქს შოპი“ ახორციელებს უფასოდ თბილისის მაშტაბით. მომსახურება ხორციელდება კვირაში ორჯერ, ამანათების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ამანათის წონა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5კგ ჯამურად ან ცალ ცალკე. ეს შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეისზე მიღებულ ამანათებს.

ფასიანი საკურიერო მომსახურება:

ფასიანი საკურიერო მომსახურება თბილისის ფარგლებში ხორციელდება სამუშაო დღის განმავლობაში ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 13:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, შაბათს 17:00 საათამდე)  სისტემაში მომხმარებლის მიერ ფასიანი საკურიერო სერვისის მონიშვნის შემდეგ .თუ მომხმარებელმა მონიშნა  დღის 13:00 საათამდე, დარიგდება იმავე სამუშაო  დღეს. შემდეგ მიღებული გამოძახებები გაგრძელდება მომდევნო სამუშაო დღეს
მისამართზე მიტანა მოხდება მათი საწყობში მიღებიდან მეორე დღეს.
ფასიანი საკურიერო სერვისის ღირებულება, შეადგენს  4 ლარს. ამანათებზე  ანაზღაურების გადახდა ხდება კურიერთან.
საკურიერო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება , რის შემდეგაც ამანათს ეძლევა სტატუსიგადახდილია’’ და გადადის შესაბამის გრაფაში . მომხმარებელმა აღნიშნულ განყოფილებაში უნდა მონიშნოს უჯრა კურიერის მომსახურება, ამის შემდეგ ავტომატურად ინიშნება თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული მისამართი და ტელეფონის ნომერი.
თუ მომხმარებელი სარგებლობს სხვა ტელეფონის ნომრით, იგი ვალდებულია კურიერის მომსახურების მოთხოვნამდე საკუთარ პროფაილში მოახდინოს ნომრის რედაქტირება.

·         მისამართზე მიტანისას კურიერი უკავშირდება მომხმარებელს მის მიერ დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე. თუ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხერხდა დაკავშირება, ამანათი ბრუნდება უკან საწყობში და მეორედ მისი მისამართზე მიტანა აღარ მოხდება.

·         ბინის მისამართზე მიტანის შემთხვევაში ამანათი გადაეცემა დამხვედრ პირს, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ორგანიზაციის მისამართზე მიტანისას, მხოლოდ ამანათის მფლობელს, ასევე პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ.
კურიერი არ აიტანს ამანათს სართულზე.

·         თბილისის გარეუბნებსა და რეგიონებში საკურიერო მომსახურებას გაგიწევთ ჩვენი პარტნიორი კომპანიანოვა ფოტა“. მომხმარებელი საკურიერო სერვისზე მოთხოვნას გააკეთებს ჩვეულებრივონლაინ ექსპრესისვებგვერდიდან , მაგრამ გადახდას მოახდენს კურიერთან, მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. ამანათების მიღება მოხდება შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს.