დეკლარირება

ამანათის დეკლარირება

იმისათვის, რომ ამანათმა შეუფერხებლად გაიაროს საბაჟო პროცედურა, სავალდებულოა მოახდინოთ დეკლარირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი შეყოვნდება საბაჟოზე. ონლაინ დეკლარირება უნდა გააკეთოთ მას შემდეგ,  რაც ინტერნეტ მაღაზიიდან მიიღებთ ამანათის „თრექინგ ნომერს“. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიამ არ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, მაშინ დაელოდეთ ჩვენი  კომპანიის შეტყობინებას, ამანათის ამერიკის ოფისში მისვლის  შემდეგ გამოჩნდება“ თრექინგ ნომერი“ და ამის შემდეგ შეძლებთ დეკლარაციის შევსებას.

დეკლარაციის შევსება ხდება ამერიკაში მიღებიდან გამოფრენამდე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დეკლარირება ან შესწორება შეუძლებელია. დეკლარირების პროცედურა მარტივია და შემდეგი საფეხურებისაგან შედგება:


1. გაიარეთ ვებგვერდზე ავტორიზაცია და გახსენით თქვენი ამანათების პანელი

2. დააწკაპეთ გრაფაზე „დეკლარირება“ 

3. ეკრანზე გამოტანილი ველები შეავსეთ:



ა)  ინტერნეტ მაღაზიის სახელწოდება სადაც შეიძინეთ ნივთი;

ბ)  ამანათის შიგთავსის სახეობა;

გ) პროდუქტის ღირებულება;


დ) ატვირთეთ ელექტრონული ინვოისი და მიეცით შენახვა.